ჰაერის მნიშვნელობა


ჰაერის მნიშვნელობა

ჰაერის დაბინძურება რა საფრთხეს შეიცავს?


  • დაბინძურებული ჰაერის მყარი ნაწილაკების ქრონიკული ზემოქმედება გულ-სისხლძარღვთა და ზედა სასუნთქი გზების დაავადებებთან ერთად ფილტვის კიბოს რისკს ზრდის. გარდა ამისა, ეს მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არც არის. მაგალითად, ორგანულ მიკრონაწილაკებს შეუძლიათ თავიანთი ზედაპირით შთანთქან მძიმე მეტალები, ტოქსიკური ნივთიერებები და გოგირდის დიდი რაოდენობა. ნახშირჟანგის მიკრონაწილაკები აღწევენ ალვეოლური ბარიერებით უჯრედებში ისეთი ტოქსიკური „დანამატებით“, რომელთაც სისტემური ანთებისა და სტრესის გამოწვევა შეუძლიათ.

თბილისში ყველაზე სუფთა ჰაერი:

თბილისის ცენტრალურ ტერიტორიებს შორის, ჰაერის და გარემოს სისუფთავით ბაგები ლიდერობს, სადაც ხმაურის და გამონაბოლქვის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.  

ბაგებთან ერთად, ქალაქის ყველაზე მწვანე ზონად კუს ტბის ტერიტორია გვევლინება, ცენტრიდან შედარებით მოშორებით მყოფ უბნებში კი, მოწინავე პოზიციას ვაშლიჯვარი იკავებს. 

კვლევა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა ჩაატარა. კვლევის შედეგების თანახმად, ეკოლოგიურად სუფთა უბნების რეიტინგის მეორე ადგილს დიდი დიღმის, თემქის, ორხევის, ლოტკინის და ნავთლუღსა და ფონიჭალას შორის მდებარე ტერიტორიები იკავებენ. დაბინძურების დაბალი  მაჩვენებლებით ორთაჭალის, ვაზისუბნის, საბურთალოს, დიდუბის, ვეძისის და გლდანის მიდამოები არიან წარმოდგენილი. 





























Comments